• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის

ალია ავტორი - ალია
17:06 09-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის, რომელიც დაკავშირებული იქნება ნებართვის მფლობელის ფსიქიკურად, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან.

საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი შს სამინისტროა.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიმე ამ გარემოების წარმოშობის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში, ლიცენზიას ან იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვას იურიდიული ძალა ავტომატურად შეუჩერდება. ნებართვის მფლობელს იარაღის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება 30 დღის ვადით შეუნარჩუნდება.

კერძოდ, ცვლილებებით, ნებართვის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის ვადაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებული იქნება, ნებართვის შეჩერების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეატყობინოს.

შეტყობინების მიღების შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი იარაღის ნებართვის მფლობელის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე გამოცხადდება და ნებართვის მფლობელს ნებართვის შეჩერების თაობაზე შეატყობინებს. ნებართვის შეჩერების თაობაზე შეტყობინებასთან ერთად, უფლებამოსილი პირი იარაღის ჩამორთმევას მოახდენს. პროექტით განისაზღვრება, რომ პირი ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი, იარაღის ჩამორთმევის მიზნით, საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე დაუშვას. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად იძულების ღონისძიებები გამოიყენოს. იმ შემთხვევაში, თუ პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამოსართმევად არ დაუშვებს, მას შესაბამისი ნებართვა გაუუქმდება.

ამასთან, კანონპროექტით, ნებართვის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების თაობაზე შეტყობინების მომენტიდან, 30 დღიანი ვადა განესაზღვრება, რათა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა და იარაღის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვა უზრუნველყოს. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა შესაძლებელია გულისხმობდეს ერთიან საინფორმაციო ბაზაში პირის შესახებ შესაბამისი მონაცემების რედაქტირებას, წაშლას და სხვა. თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის შეჩერების თაობაზე შეტყობინების მომენტიდან 30 დღის ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას არ უზრუნველყოფს, მას ლიცენზია გაუუქმდება.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved