ტოკიოში ათობით მორწმუნემ განწმენდის ტრადიციულ რიტუალში – „მისოგიში“ მიიღო მონაწილეობა და პანდემიის დასრულებაზე ილოცა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „მისოგი“ განწმენდის მიზნით მთლიანი სხეულის ყინულიან წყალში განბანის პროცესს წარმოადგენს. კაცებთან ერთად მასში 3 ქალიც მონაწილეობდა. განბანის ცერემონია ტრადიციულად წლის ყველაზე ცივ თვეში ტარდება, როდესაც ტოკიოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3-9 გრადუსია.
კომენტარები