• რეკლამა
  • კონტაქტი
14:11, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იანვარში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50% გრიპის ვირუსი იყო – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
12:55 02-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

“ზამთრის სეზონი პროგნოზირებადი პერიოდია, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, როდის ველოდებით გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მატებასა და პიკს”, – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპის ვირუსმა პიკს გასულ თვეში მიაღწია.

“სტატისტიკიდან ჩანს, რომ გრიპის შემთხვევები ნოემბრიდან იწყებს მატებას, დეკემბერ-იანვარი პიკია, თებერვალ-მარტ-აპრილში კი თანდათან მცირდება. იყო რამდენიმე წელი უახლოეს ისტორიაში, როცა მარტ-აპრილში მეორე პიკი გვქონდა, შედარებით დაბალი, თუმცა – პიკი.

წელს დეკემბერში დაიწყო გრიპის შემთხვევები და ქვეყანაში არსებობდა გრიპის ვირუსი, თუმცა ის არ იყო ძირითადი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მაჩვენებელი ამ პერიოდში ჯერ იყო 5%, შემდეგ 16-20%, და იანვრიდან უკვე გახდა წამყვანი: 48-50-56% უკვე გრიპს ეჭირა”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი ასევე განმარტავს, რომ, სტატისტიკაზე დაყრდნობით, თვიდან თვემდე ასევე იცვლება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მკურნალობის პროტოკოლიც.

“როდესაც დეკემბერში შემოდის კლინიკაში დაავადება, მე არ ვიცი, რომ ის გრიპია. პირიქით, იმდენად მცირეა ამ პერიოდში ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ვიცი, რომ გრიპი არ უნდა იყოს. მაგრამ როდესაც კლინიკაში შემოდის ბავშვი სიცხით, ხველებით, ყელის ტკივილით, იანვარში უკვე ვიცი, რომ ეს არის გრიპი და ვალდებული ვარ, დავიცვა ანტივირუსული პრეპარატი. ამიტომ ეს სტატისტიკა ექიმებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, იანვარში ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა სწორედ ამ ვირუსული პრეპარატის გამოყენებით ვმართეთ და ძალიან სწრაფი შედეგიც მივიღეთ. თებერვალ-მარტიდან კი შესაძლოა, კვლავ გატესტვის პრაქტიკას დავუბრუნდეთ”, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved