• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იაგო ხვიჩია:”სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ის რომ მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია..ეს ხალხი თბილისელები არიან!”

ალია ავტორი - ალია
11:16 01-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” ეთერში დევნილების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რასაც ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ მათ აფხაზეთში საკუთარი ქონების რეგისტრაციის და განკარგვის უფლებას არ ვაძლევთ.

მისივე თქმით, არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანი 30 წელია, რაც თბილისში ცხოვრობს და დახმარებას ადგილობრივებისგან ითხოვს. როგორც ხვიჩიამ განმარტა, ასე, ისინი სულ დევნილის სტიგმის ქვეშ იქნება და სურს, რომ ეს ხალხი ამ სტიგმიდან მალე გამოვიდე.

“ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ საკუთარი ქონების, რომელიც აფხაზეთში აქვთ, არც რეგისტრაციის და არც განკარგვის საშუალებას არ ვაძლევთ. ადამიანებს იქ ქონებები აქვთ, მაგრამ დღეს, ჩვენ იმის აღრიცხვაც კი არ დაგვიწყია, ვისი რა არის. შეგვიძლია დავარეგისტრიროთ და გასხვისების საშუალება დავუშვათ. ჯერ ჩვენ ვაღიაროთ მათი საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რუსებმა რომ წაართვეს.

უფრო ძვირი ეღირება აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი ქონებების რეგისტრაცია რომ დაიწყოს. ქონებას ფასი მიეცემა. ჩვენ ეს პოლიტიკურ საკითხად გვაქვს ქცეული და უბრალოდ ბლოკადაში გვყავს რუსი ოკუპანტები მოქცეული, ამის გამო ვაკეთებთ ამას – ჩვენს მოქალაქეებს ქონებას არ ვურეგისტრირებთ.

რაც შეეხება მშენებლობას, მე არ მითქვამს, ვიღაცამ რაღაცა არ ააშენოს – მეთქი, ოღონდ აქაც პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის გაჭირვება, ჩვენ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ის რომ მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია, მართლა არასამართლიანია. 50 წლის მერე უფრო არასამართლიანი იქნება და ეს ხალხი სულ ამ სტიგმის ქვეშ იქნება – დევნილის სტიგმის ქვეშ. მე მინდა, რომ ეს ხალხი გამოვიდეს აქედან. ეს ხალხი თბილისელები არიან, 30 წელია აქ ცხოვრობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved