ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰონგ-კონგის ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოებში გადაყვანილი ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 297 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ძლიერი სიცხისა და კვამლის გამო მეხანძრეები საცხოვრებელი კომპლექსის ზედა სართულებამდე მიღწევას ვერ ახერხებენ.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში 800-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, „უხეში დაუდევრობა“ იყოს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების – მათ შორის ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის – გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.














კომენტარები