04:55, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026

Latest Post

#პუტინიმტერია! – “ნიუპოსტის” დღის ფოტო

#პუტინიმტერია! – “ნიუპოსტის” დღის ფოტო

დღეს "გავრილოვის" სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა. რუსთაველის გამზირზე რუსულ ოკუპაციას დღესაც აპროტესტებენ. კორონაპანდემიის გათვალისწინებით, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის...

“გავრილოვის ღამეს” დარბეულ დადასახიჩრებულ ახალგაზრდებს მივუძღვენი”

“გავრილოვის ღამეს” დარბეულ დადასახიჩრებულ ახალგაზრდებს მივუძღვენი”

რუსთაველის თეატრის მსახიობი, მურმან ჯინორია ლანჩხუთში იმყოფებოდა. მსახიობმა მონო-სპექტაკლში -„ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ითამაშა გასული წლის 27 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამიდან 7...

“7 ნოემბერსაც გაზით გამბერეს და 20 ივნისსაც – შევე@ი ორმაგ სტანდარტში…”

“7 ნოემბერსაც გაზით გამბერეს და 20 ივნისსაც – შევე@ი ორმაგ სტანდარტში…”

პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს; "7 ნოემბერსაც გაზით გამბერეს და 20 ივნისის ღამესაც...მათ კი, ვისაც 7...

“გავრილოვის ღამის” მონაწილის ერთადერთი ინტერვიუ “ალიაში”, ირაკლი დოღაძე ისე გარდაიცვალა, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს

“გავრილოვის ღამის” მონაწილის ერთადერთი ინტერვიუ “ალიაში”, ირაკლი დოღაძე ისე გარდაიცვალა, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს

ირაკლი დოღაძე "გავრილოვის ღამის" ერთ-ერთი მონაწილე, 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "ალიას" მისცა ინტერვიუ და იმ  ღამეზე უამბო....

11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ მიერ შეგროვებული რეალური ფაქტები!

11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ მიერ შეგროვებული რეალური ფაქტები!

„გავრილოვის ღამის“  მითი და  რეალობა: მითი 1: პოლიციელებზე ძალადობის გამო  გახსნეს ცეცხლი,  პარლამენტის შენობის დასაცავად გახსნეს  ცეცხლი. ირაკლი დოღაძე: – მე და ჩემი მეუღლე წინა ხაზზე ვიდექით, გადაადგილება შეუძლებელი იყო, მეუღლე ცუდად გამიხდა, კორდონში მდგომ პოლიციელებს დიდხანს ვთხოვდი, გავეტარებინეთ ზემოთ, პარლამენტის კიბეებისკენ, რომ იქ დამესვა მეუღლე – გაგვატარეს, რომ ნახეს, გული უწუხდებოდა – ავიყვანე და კიბეებზე დავსვი. რამდენიმე ქალი იჯდა კიდევ იქ, ისინიც ცუდად იყვნენ.  ამ დროს პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცეები, ისე გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. იმ წამსვე მოგვვარდნენ, დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, წავიქეცი, გონებაც დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს. იქ, ზემოთ, კიბეებთან რა ხდებოდა, ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ დააფიქსირა. იქ, იმ კიბეებთან არ იდგა ის ხალხი, ვინც იერიშზე გადადიოდა. რა საჭირო იყო ქალებზე ძალადობა? სიმაღლეებზე ჰყავდათ ხალხი განთავსებული, რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა – უცებ ზემოდან ისროდნენ. როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს. ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. ისეთი ჭრილობა იყო, ვერც ვიფიქრებდი, რომ რეზინის ტყვია მოხვდა. ვიფიქრე, რამე სხვა იარაღი გამოიყენეს და უკან მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი. ხელებგაშლილი მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ მიმიზნებდნენ, მაგრამ მოტრიალებაც ვერ მოვახერხე – პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან. –    წაქცეულს გესროლეს დანარჩენი ორი ტყვია? –         არ ვიცი, მე გონება დავკარგე, ბოლოს რაც მახსოვს, მკერდში ვიგრძენი ტკივილი და წავიქეცი.  მკერდში ნასროლი ტყვიის ამოღებისას ანესთეზია დამჭირდა, ისე ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ როგორც მითხრეს გადავრჩი, რომ  არტერიასთან მოხვედრილი ტყვიები ისეთი სიძლიერით არ მომხვდა, როგორც მკერდში დამიზნებული, თორემ, ადგილზე დავიცლებოდი სისხლისგან. –  საავადმყოფოში დიდხანს დარჩით? –         არა, მალევე წამოვედი, იქ იმდენი დაჭრილი მოჰყავდათ, „ამტელ ჰოსპიტალში“ ვიწექი, იმდენი ქალი და გოგო მოჰყავდათ დასისხლიანებული – მისაღებში კიდევ ადგილიც აღარ ჰქონდათ და როგორც კი ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამოვედი. –     განცხადება დაწერეთ, ან საჩივარი? –         არა, თუმცა, თავად დამირეკეს, არ ვიცი, როგორ – დამიბარეს, როგორც დაზარალებული უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა....

გვერდი 25789 27994 1 … 25,788 25,789 25,790 … 27,994