Latest Post

იმის ცოდნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს სახმელეთო საზღვარი არა აქვთ, სულაც არ ნიშნავს, რომ მაღალი ინტელექტით გამოირჩევით…- ხუხაშვილი

ჩვენი ოცნების ევროპა ბელორუსიაა! – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ყველა ჩვენი პარტნიორი ბელორუსიის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს სანქციებს უწესებს, ჩვენები უძმაკაცდებიან… ჩვენი ოცნების ევროპა ბელორუსიაა!“

“ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა!” – გიორგი ფხაკაძე

არჩევნების ჩატარება ახლა არ შეიძლება – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არჩევნების ჩატარება ამ ვითარებაში არ შეიძლება. “საქართველო დღესვინმე ფიქრობს...

აშშ-ში სროლის შედეგად სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – დამნაშავე 13 წლის მოზარდია

აშშ-ში სროლის შედეგად სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – დამნაშავე 13 წლის მოზარდია

შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. შემთხვევა ნიუ მექსიკოს ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. მსხვერპლიც და დამნაშავეც 13 წლის არიან. პოლიციის განცხადებით ეჭვმიტანილი...

ლიბერთი მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

ლიბერთი მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლიბერთი დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს. ამის...

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფოს პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო  სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური სკოლის ინფრასტრუქტურას და სასწავლო გარემოს გაეცნო და პედაგოგებს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების ხელმისაწვდომობის და სწავლის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. პედაგოგებმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვისთვის მადლობა გადაუხადეს. ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. შექმნილია ყველა პირობა, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ - ფუნქციონირებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა;  სააქტო და სპორტული დარბაზები; სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი. პროექტის ჯამური ღირებულება 4, 7 მილიონ ლარს აღემატება. სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ამჟამად 227 მოსწავლე სწავლობს და 32 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 2 წამყვანი მასწავლებელია. ახალი საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა. სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები - დავით სონღულაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი. 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.

გვერდი 20976 27987 1 … 20,975 20,976 20,977 … 27,987