01:21, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026

Latest Post

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ – კახა კალაძე

შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება – კახა კალაძე

„დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა – „არცერთი უსახლკარო ოჯახი“, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით...

ილია ელოშვილი – სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა ამოქმედდება

ილია ელოშვილი – სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა ამოქმედდება

მომდევნო წლებში, თბილისის მერიის მიმდინარე პროგრამებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერის...

თორნიკე რიჟვაძე კახეთში ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე კახეთში ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი,...

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი,  პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი, მთავრობას დაგეგმილი აქვს 7 მლრდ. ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე- თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ობშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები

თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ობშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს ფული გადარიცხეს და არც შეიარაღებაა შემოსული და არც ტრენინგი ჩატარებულა, ეს მძიმე დანაშაული კი მას უკვე დაუმტკიცდა და სასჯელიც მიესაჯა.  „დავით კეზერაშვილს მიესაჯა და დამტკიცდა ის მძიმე დანაშაული, რაზეც მე ვსაუბრობდი და არა მხოლოდ მე, მთელი ჩვენი გუნდი საუბრობდა. თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი გადარიცხულია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, დღემდე არსებობს ობშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები 300 მილიონამდე, ფული გადარიცხულია, არც შეიარაღებაა შემოსული, არც ტრენინგი ჩატარებულა და არაფერი. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე- ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!

ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა. „ჩვენ  ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ სააკაშვილის ეპოქაში?! ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?! იმის გამო, რომ მორგოშიაა, კაკულია თუ ღარიბაშვილია, მაგის გამო დავსაჯოთ ეს ადამიანი?! ეს ხომ ანტიდემოკრატიულია?! ეს ხომ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს?! პროკურატურას აქვს გამოძიება, ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს, პოლიცია ჩართულია. 30 კაცზე მეტი დააკავა პოლიციამ. ვიხილავთ თუ არა უფრო მეტ დაკავებულს, ნამდვილად არ ვიცი. ამდენი საფიქრალი და საქმე მაქვს, თითოეულ გამოძიებას ესე არ მივყვები. გვყავს ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური ,ღირსეული კაცი, ვახტანგ გომელაური, ძალიან კვალიფიციური გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ იციან თავიანთი საქმე და მათ კომპეტენციაში მე არ ვერევი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გვერდი 19869 27630 1 … 19,868 19,869 19,870 … 27,630