• რეკლამა
  • კონტაქტი
00:28, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰელოუინის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ალია ავტორი - ალია
14:56 10-27-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

შემოდგომის მეორე თვე იწურება და, შესაბამისად, ტემპერატურაც ნელ-ნელა იკლებს. სეზონური ცვლილებები ჩვენი ავტომობილის სხვადასხვა დეტალზეც აისახება. უსიამოვნო მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილი დროულად შევამოწმოთ.

ავტომობილის ზამთრისთვის მომზადებას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ჰელოუინის შეთავაზებებით  იწყებენ.

ცივი ამინდების დადგომამდე მნიშვნელოვანია ავტომობილის დიაგნოსტირება და ყურადღების გამახვილება ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა: საბურავები, აკუმულატორი, ზეთის დონე ძრავაში და სათადარიგო ნაწილები. სწორედ ამ პროდუქტებზე ვრცელდება 40%-იანი ქეშბექი. ჰელუინის შეთავაზებებით სარგებლობა  „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში 27-იდან 31 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

  • 40%-იანი ქეშბექი უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე

ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ყველაზე მეტად აკუმულატორზე მოქმედებს. დროთა განმავლობაში აკუმულატორის სამუშაო რესურსი მცირდება და ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება უარყოფითად აისახება მასზე. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი გაიზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში Varta-სა და Exide-ის უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

  • 40%-იანი ქეშბექი საბურავებზე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურ ცვლილებას საჭიროებს, საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი. უმაღლესი ხარისხის ბრენდების: MICHELIN-ის, BRIDGESTONE-ის, PIRELLI-ს, CONTINENTAL-სა და YOKOHAMA-ს ნებისმიერ საბურავზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

  • 40%-იანი ქეშბექი პრემიუმ ხარისხის ზეთებზე

ძრავის ზეთის შეცვლა მხოლოდ სეზონების ცვლილებასთან არ არის დაკავშირებული. ის ძრავის შიდა დეტალებს იცავს ცვეთისა და კოროზიისგან. აუცილებელია, რომ დავიცვათ ავტომწარმოებლების მიერ მოცემული რეკომენდაციები და შესაბამისი მანძილის გავლის შემდეგ შევცვალოთ ძრავის ზეთი და ფილტრი. თუკი რეკომენდაციის შესაბამისად ჩავანაცვლებთ რესურსამოწურულს ახალი და ხარისხიანი ზეთით, ავტომობილის ძრავას ამით მაქსიმალურად გავუხანგრძლივებთ სამუშაო რესურსს. ბრენდების: SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ის, PETRONAS-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე და ასევე Hengst-ისა და  Mann-filter-ის ფილტრებზე  „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

  • 40%-იანი ქეშბექი ავტონაწილებზე

აღნიშნული ბრენდები აერთიანებს სავალი ნაწილის დეტალებს, სენსორებს, ნათურებს, მინამწმენდებსა და კიდევ მრავალ დეტალს, რაც საჭიროა ავტომობილის გასამართად. ბრენდების: ATE-ის, BOSCH-ის, SACHS-ის, LEMFORDER-ის, PHILLIPS-ის ავტომობილის ნაწილებზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს თეგეტას ონლაინ მაღაზიაშიც. პრემიუმ ბრენდების პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved