• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰარვარდის უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ალია ავტორი - ალია
10:50 04-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ჰარვარდში აკადემიურ გადაწყვეტილებებზე კონტროლის მოპოვებას” ცდილობს.

უნივერსიტეტი ებრძვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუქარას, გადახედოს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ დაფინანსებას მას შემდეგ, რაც ჰარვარდის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს მოთხოვნების სიის შესრულებაზე, რომელიც მოიცავდა გარე ზედამხედველის დანიშვნას. კერძოდ, ჰარვარდის უნივერსიტეტი ცდილობს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული 2.2 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსების გაყინვა შეაჩეროს.

უნივერსიტეტმა სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღაზას ომთან დაკავშირებული სტუდენტური აქტივიზმის თვეების შემდეგ Ivy-ლიგის რამდენიმე უნივერსიტეტში ცვლილებების შეტანა სცადა. ადმინისტრაციამ კამპუსის პროტესტი ანტიამერიკულად შეაფასა, ხოლო უნივერსიტეტები ლიბერალურ და ანტისემიტურად, რაც ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, უარყო.

ჰარვარდი პირველია უნივერსიტეტებს შორის, რომელმაც სარჩელი შეიტანა. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუყინა ან გაუუქმა დაფინანსების ნაწილი ისეთი უნივერსიტეტებს, როგორიცაა კოლუმბიის, პრინსტონის, ბრაუნის, კორნელის და ნორთვესტერნის უნივერსიტეტები.

ცნობისთვის, მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ჰარვარდის უნივერსიტეტი არ დააკმაყოფილებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას, გაუზიაროს მათ ზოგიერთი სასწავლო ვიზის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved