• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

haqqin.az საქათველოდან იარაღის სომხეთში ჩატანის “ფოტო მტკიცებულებებს” აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
18:58 07-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

აზერბაიჯანული სამთავრობო საიტი haqqin.az რომელმაც სერბეთიდან და რუსეთიდან საქათველოს გავლით მძიმე შეიარაღების სომხეთში ჩატანის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებას უპასუხა და ბრალდებების მტკიცებულებებიც წარადგინა.

„სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისის განცხადებაში ჩვენი გამოცემის სერიოზულობა და კომპეტენტურობა ეჭვქვეშაა დაყენებული. მეტიც haqqin.az დეზინფორმაციის შეგნებულ ტირაჟირებაშია დადანაშაულებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხმაურიანი განცხადების შემდეგ, ჩვენ იძულებულები ვართ ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას გარკვეული ფაქტები წარუდგინოთ.

ამ სურათებზე ჩვენ „გრადის“ ტიპის რეაქტიული სარაკეტო დანადგარის ელემენტებით დატვირთულ ავტოტრანსპორტს ვხედავთ, რომელიც რამდენიმე საათში სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და შემდგომ  აზერბაიჯანის ტერიტორიის დამომბვაში იღებს მონაწილეობას.

ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის საგარეო უწყების კომენტარს ამასთან დაკავშირებით.

სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ეჭვებს არ ტოვებს ამ ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ.

რაც შეეხება ნაღმტყორცნების საკითხს. ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს შეიარაღება აშშ-ს და ნატო-ს მეგობარ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობილმა კრიმინალმა და იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტესიჩმა ჩაიტანა, რომელიც იმყოფება აშშ-ს სანქციების ქვეშ საყოველთაოდ ცნობილი „მაგნიცკის აქტის“ ფარგლებში.

ტვირთის გამგზავნია სერბული კომპანია Vectura Trans D.O.O, რომელიც ასევე ამერიკული სანქციების ქვეშაა. ჭურვების მიმღებია სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

ტვირთი ქალაქ ნიშიდანაა წამოსული, დსთ-ეს ერთ-ერთი ქვეყნის კუთვნილი ავიაკომპანიის თვითმფრინავით.

ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვა თავის ტერიტორიაზე იარაღი, რომელიც აშშ-ს კონგრესის სანქციების ქვეშ მყოფმა პირებმა შემოიტანეს.

haqqin.az იმედოვნებს, რომ საქართველოს საგარეო უწყება ნათელს მოფენს ამ სიტუაციას, და წარდგენილ ფაქტებს გამოეხმაურება“

კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved