ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ღაზაში ისრაელელი მძევლისთვის, ევიათარ დავიდისთვის გადაღებულ პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ ის უკიდურესად გამხდარი და დასუსტებულია.
დავიდის ოჯახის წევრებმა მედიას ნება დართეს, რომ ვიდეო სრულად გამოექვეყნებინათ.
გავრცელებულ კადრებში დასუსტებული და უკიდურესად გამხდარი დავიდი ამბობს, რომ არასაკმარის წყალსა და საკვებს იღებს, ძირითადად ოსპსა და ლობიოს ჭამს და რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი არ უჭამია.
“დღეს 27 ივლისია, შუადღის 12:00 საათია, არ ვიცი რას შევჭამ. რამდენიმე დღის გადაბმით არ მიჭამია. […] ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ დიდი ხანია, რამდენიმე თვეა”. – ამბობს დავიდი.
ვიდეოს ბოლოს დავიდი გვირაბში საფლავს თხრის და ამბობს, რომ ის შესაძლოა აქ დაასაფლავონ.
სავარაუდოდ, დავიდს სიტყვებს ტერორისტები კარნახობენ, რომლებსაც ის მძევლად ჰყავთ აყვანილი.
კომენტარები