ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის პრეზიდენტის ჰოვენალ მოისზე მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ორი პირი და გათავისუფლებულია მძევლად აყვანილი სამართალდამცველები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჰაიტის პირველი ლედი სამკურნალოდ აშშ-ში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარს ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა „არაადამიანური და ბარბაროსული აქტი“ უწოდა.
კომენტარები