პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ტვ პირველთან” წერილობით ინტერვიუში ამბობს, რომ მას თაფლი ციხეში შესთავაზეს, როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი.
ექსპრეზიდენტი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით ეპყრობიან.
“ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მეპრყობიან. ვუყურებ თავისუფალ ქართულ არხებს. თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი. თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ საღამოს, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ოქმით დავაბრუნე,” – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
კომენტარები