საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ისტორიულია, ვინაიდან აღვნიშნეთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრა.
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად – 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით – TBM-ით გაიჭრა.
კომენტარები