• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გვიხარია თუ უკეთესადაა, მაგრამ დაგვანებოს თავი“ – ხუხაშვილი სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
12:39 06-17-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,392

ეს არის საბაბი, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძეს ამაზე უარესებიც უთქვამს. მიხეილ სააკაშვილმა ეს საბაბად გამოიყენა, – ასე შეაფასა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას.

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა შეუძლებელია.

„ეს არის საბაბი, იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძეს ამაზე უარესებიც უთქვამს. მიხეილ სააკაშვილმა ეს საბაბად გამოიყენა. ფაქტია, რომ სააკაშვილი ვერ ტოვებს ბიძინა ივანიშვილის კონტროლის არეალს.

ირაციონალური გეგმები დგება ხოლმე, ჩვენი კონსტიტუციით სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურა შეუძლებელია. მას არ აქვს მოქალაქეობა. იმის ილუზია, რომ არჩევნებამდე მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას არავის არ აქვს. სინამდვილეში, დღევანდელ სახელმწიფოებრივ პრობლემასთან ამ ფაფხურს მხოლოდ ნეგატიური შეხება აქვს, ეს ყველაფერი პოზიტივის მომტანი არ არის. არც „ნაციონალურ მოძრაობას” და არც „ქართულ ოცნებას” არ აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი. მათი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება.

ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ წარსული „ნაციონალური მოძრაობის” სახით და არც აწმყო „ქართული ოცნების” სახით, იძულებით არჩევანს აკეთებინებენ ცუდსა და უარესს შორის. ეს არის ამ ორი პარტიის შანსი, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ”.

დღევანდელი დღე დავკარგეთ მის ერთ სისულელეზე, რაღაცა მოიბოდიალა. ჯანმრთელობას ვუსურვებთ. ძალიან კარგია თუ უკეთესად არის, გვიხარია, მაგრამ დაგვანებოს თავი. უკრაინის მოქალაქეა. რაც კარგი აქვს გაკეთებული ხომ უნდა, რომ გვახსოვდეს?! ცუდის გამო უკვე დაისაჯა. წარსული ხარ უკვე, ნუ კეტავ მომავალს. მიშა არის ბიძინას უნივერსალური ჯარისკაცი. ასეთი მხარდამჭერი ბიძინას სხვა არ ჰყავს. ხან მწამლავენო, ხან მკლავენო… მიშას აქტივობები არის ბიძინას ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი ფორმულა”, – განაცხადა ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved