• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვეუბნებით, რომ ხმას არ უნდა ვიღებდეთ, როცა ამდენი გარდაცვლილი გვყავს… თქვენზე მეტად განვიცდით” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
00:13 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ინფექციური საავადმყოფოს” დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:

გავეცანი ჩვენი ოპონენტების კომენტარებს ჩემს ა.წ. 24 აგვისტოს პოსტზე. ისევ მხოლოდ ლანძღვა-გინება იგივე ხალხისგან და პრაქტიკულად არცერთი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ:

1. საქართველოს ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის მიუხედავად ნამდვილად აქვს ამერიკის და ევროპის 32 ქვეყანაზე უფრო დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი, ე.წ. CFR (case fatality rate), რაც კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი და უტყუარი მაჩვენებელია;

2. ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) გარდაცვლილი COVID ავადმყოფების რაოდენობა ძალიან დაბალია, ბევრად დაბალი, ვიდრე ამერიკის და ევროპის ქვეყნებში;

3. COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების კატასტროფულად მაღალი რიცხვის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვა ახერხებს მათ მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე, რაც თავის დროზე, პიკის პერიოდში, ვერ მოახერხა ამერიკამ და ევროპის ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერმა ქვეყნებმა;

4. COVID ავადმყოფების კატასტროფულად მაღალი რიცხვის მიუხედავად საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ნაკლები გარდაცვლილია, ვიდრე აშშ-ში და ბრიტანეთში;

როდესაც COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების რიცხვი ძალიან მაღალია, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც გარდაუვალია, რაც არ უნდა კარგი და ხარისხიანი კლინიკური მართვა იყოს. დღეს საქართველოში ძირითადი დარტყმა კლინიკურ სექტორზე მოდის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ადამიანების დანაკარგი რაც შეიძლება მინიმალური იყოს.

როდესაც გვეუბნებით, რომ ხმას არ უნდა ვიღებდეთ, როცა ქვეყანაში ამდენი გარდაცვლილი გვყავს იმიტომ, რომ თითოეული მათგანის უკან ასევე ოჯახები დგას, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და თქვენზე მეტად განვიცდით. მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქმე გვაქვს საუკუნის უმძიმეს გამოწვევასთან, რომელმაც მსოფლიოში უკვე იმსხვერპლა 4.5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მარტო მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოში – აშშ-ში 648 ათასი ადამიანის სიცოცხლე და ყველა მათგანის უკან ასევე ოჯახები დგას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ასეთი ტრაგედია საქართველოში რაც შეიძლება ნაკლებ ოჯახს შეეხოს და ის, რომ ამის საპასუხოდ ადამიანების ერთი (საბედნიეროდ ძალიან მცირე) ჯგუფისგან ლანძღვა-გინებას ვიღებთ, არაუშავს, მოვითმენთ.”

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved