ფლორენციის ქართული სამრევლო, ქართველი ემიგრანტებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომ 3 მარტს, ხუთშაბათს, ფლორენციის წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება და დაიწყება 15:00 საათზე.
რამდენიმე დღეა, ტაძარში ხდება უკრაინაში გასაგზავნი ნივთებისა და პროდუქტის შეგროვებაც, რომელთა გადატანაშიც დახმარებაა საჭირო – “ლოცვის შემდეგ, გვესაჭიროება დახმარება, უკრაინისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ნივთების გადასაზიდად.
ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, გელოდებით ტაძარში 15:00 საათიდან,” – ვკითხულობთ მიმართვაში.
კომენტარები