ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,26 მაისს სრულიად შესაძლებელი იყო, რომ რუბიო სომხეთთან ერთად საქართველოშიც ჩამოსულიყო. ამისთვის ოცნებას უნდა ეჩვენებინა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა უნდა. უნდა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრების ნაწილი მაინც და უნდა დაეწყო სერიოზული მოლაპარაკებები ანაკლიის პორტში ამერიკული ინტერესების და ინვესტიციების შესახებ, ტრამპის მარშრუტში საქართველოს როლის შესახებ და უნდა ეჩვენებინა, რომ აქ ამერიკას მეგობრად და პარტნიორად თვლიან. ოცნებამ ყველაფერი უკუღმა გააკეთა. დღეს კობახიძემ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა გაფორმდეს ანაკლიის მშენებლობაზე ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები. ანუ, შტატებს უთხრეს, რომ აქ აშშ–ს ადგილი არ არის და ჩინელების და რუსების არის ეს ტერიტორია.
ალბათ ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები შტატების სტრატეგიულ ინტერესებს დაემთხვეს. არადა, ზუსტად ასე მოხდა ამ მომენტში; გაგვიმართლა. საქართველოს შეეძლო რეგიონში შტატების ინტერესი საქართველოს მიმართულებით უფრო გაეღრმავებინა, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ე.წ. შუა დერეფანში დასავლური ფული მოეზიდა, როგორც ამას სომხეთი და აზერბაიჯანი აკეთებენ, გრძელვადიანი კეთილდღეობის და უსაფრთხოების გარანტიები მიეღო ქვეყნისთვის.
მაგრამ ივანიშვილმა ეს შანსი წაგვართვა. ქოცებმა შტატები კიდევ ერთხელ გააგდო საქართველოდან. ევროკავშირიც გააძევა დიდი ხანია.
სამაგიეროდ გვექნება ჩინური პორტი, ჩინური ვალების ხაფანგი, რომელიც საბოლოოდ საქართველოს სტრატეგიულ აქტივებს დააკარგვინებს და ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. გვექნება გავარვარებული კორუფცია, სიღატაკე და რუსული ჩექმა.“














კომენტარები