• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გვეგონა მკვდრები იყვნენ და პანიკაში ჩავარდა ხალხი, თვალებიდან სდიოდათ სისხლი” – რას იხსენებს წუხელ, ცირკთან მომხდარი ძალადობის შემსწრე

ალია ავტორი - ალია
13:03 05-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

საპროტესტო აქციების მონაწილე ქეთი მოლაშვილი, რომელიც წუხელ, ცირკთან მომხდარი დაპირისპირების უშაუალო თვითმხილველია, სოციალურ ქსელში წერს:

,,ალბათ უკვე იცით, მაგრამ ფაქტები რომ ვთქვათ:

სახლში ვბრუნდებოდით,
ლაღად, მშვიდად, თამარ მეფის ხიდისკენ მივდიოდით,
ამ დროს გოგოები ყვირილით გამოვარდნენ ჩვენკენ,
გვიშველეთ ბიჭებს კლავენო.

თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით,
რომ მივედით,
2 მანქანა გაჩერდა კიდევ,
გადმოვიდნენ ჩემზე ორჯერ მაღლები,
ორჯერ უფრო დიდები,
მიზამნიმართულად გაემართნენ ბიჭებისკენ, ყრიდნენ დაბლა და სდგებოდნენ წიხლებით.

წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დაატრიალეს,
რომ არა გოგოების თავგანწირვა,
რომლებიც შუაში უვარდებოდნენ,
ზედ ეფარებოდნენ,
ალბათ მოკლავდნენ!
ისედაც, ზოგი დაეცა და სავალი ნაწილს დაარტყა თავი,
ვინც ეცემოდა,
ყველა გონებას კარგავდა.
გვეგონა მკვდრები იყვნენ და პანიკაში ჩავარდა ხალხი,
თვალებიდან სდიოდათ სისხლი.

არასდროს შევსწრებივარ მსგავს სისასტიკეს.
ბოლო ხმაზე ყვიროდნენ გოგო-ბიჭები,
სულ პატარა გოგოები ტიროდნენ,
წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი იყო,
ხმა წართმეული მაქვს ყვირილისგან,
რომ შეშვებოდნენ და არ მოეკლათ ბიჭები!

რაც მე ვიცი, 5-მა დავრეკეთ პოლიციაში,
1 საათი ველოდეთ და არ მოვიდნენ,
ავდექით და ტელევიზიასთან ფეხით ამოვედით პოლიციაში,
ახლა განცხადებას ვწერთ,
ვიდეოები გვაქვს, ფოტოებიც, მანქანის ნომრებიც
ყველა ჩანს სახეზე!

ვერ შეგვაშინებთ,
ბევრნი ვართ!!!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

იდენთიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ის 34 წლის ჯონდო უარიადმყოფელია, რომელიც, სავარაუდოდ, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს. შესაძლოა 34 წლის კაცს კავშირი ჰქონდეს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფებასთან.

მას შემდეგ რაც მამაკაცის ვინაობა გახდა ცნობილი, მას ფეისბუქგვერზე უამრავი კომენტარი დაუწერეს, მოძალადე მამაკაცს პასუხი არავისთვის გაუცია, უბრალოდ, პროფილი ჩაკეტა

თეგები: არა რუსულ კანონს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved