• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვაქვს პრეტენზიები გუდაურზე და თრუსოს ხეობაზე – კოკოითი

ალია ავტორი - ალია
16:49 10-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
815

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა გორში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შესახებ. კოკოითის თქმით, მას გაუხარდა, რომ საქართველოში არსებობენ “პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან”.

“ივანიშვილის განცხადებამ გამახარა, ვიფიქრე, არსებობენ ისეთი პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან. მაგრამ ეგრევე, რამდენიმე დღეში, მისი პარტიის გენერალურმა მდივანმა სხვა განცხადება გააკეთა – რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს.”- თქვა კოკოითმა.

მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი ისევ შეეხო ტერიტორიულ საკითხს. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად საქართველომ ჯერ საჭირო შეთანხმებებს უნდა მოაწეროს ხელი და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს მისი კუთვნილი ტერიტორიები “დაუბრუნოს”

“საქართველო დღეს ჩვენი მტერია, ის არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას ხელს არ აწერს. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, თუმცა სანამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით, ჯერ ხელი მოვაწეროთ ძალის არ გამოყენების შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები და ჩვენი მხრიდან თრუსოს და გუდოს ხეობის საკითხს მთელი სერიოზულობით დავაყენებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ის ტერიტორიებია, რომლებიც საქართველოს მხარეს გადაეცა.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოსაყოფად და რომ სოხუმს მონაკოდ გადააქცევენ. თავისი საქართველო გახადონ მონაკო, ჩვენ რუსეთთან ერთად, როგორმე თვითონ მოვგვარდებით”. – დასძინა მან.

,,ტაბულა”

თეგები: ედუარდ კოკოითი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved