• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა სხვა პარტიის ლიდერმა ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ – პაატა მანჯგალაძე

ალია ავტორი - ალია
13:26 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

„ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე“ – ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი. როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, პარტიას მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია აქვს და ამ ხაზის გადაკვეთას არ აპირებენ. მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოკლევადიანი საარჩევნო პროექტი კი არა არამედ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაა.

„სტრატეგია აღმაშენებელს გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია, შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა სხვა პარტიის ლიდერმა ან წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ.

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თუ გვინდა წარმატება, ჩვენი ეროვნული ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ, აღმშენებლობისა და ერთიანობისკენ მივმართოთ.  „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის მოკლე ვადიანი საარჩევნო პროექტი. ეს არის საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და დიდი ხნით ვაპირებთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნას. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ დიდაქტიკურ ტონს იმ პარტიების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც:

1. თავად მიუძღვით ლომის წვლილი „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში და დღეს ისე აქებენ სააკაშვილს, როგორც წარსულში ივანიშვილს, ან პირიქით, ისე ლანძღავენ ივანიშვილს, როგორც წარსულში სააკაშვილს.

2.ადამიანებისგან, რომლებიც პირადად წარმოადგენენ დარღვეული შეთანხმებებისა და პირობების ნათელ მაგალითს და ურცხვად ცდილობენ ამის სხვისთვის დაბრალებას.

3. ადამიანებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპი და ყველა არჩევნების წინ იმის მიხედვით იცვლიან პოლიტიკურ აზრსა და განწყობას, რაც უფრო დაეხმარებათ პირადი კომფორტის ზონის მოპოვებაში.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია მსგავსი ფსევდო მორალი და მავნე პოლიტიკური კულტურა, სიტყვით და ქმედებით ყოველდღიურად ვემიჯნებით მას“ – პაატა მანჯგალაძე

თეგები: პაატა მანჯგალაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved