• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გუშინაც ჩაიარა” – ვინ არის საპატრიარქოს დაცვის ინფიცირებული წევრი?

ალია ავტორი - ალია
14:32 04-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

დღეს დილიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ეპიდემიოლოგები იმ ოჯახების წევრებს იკვლევენ, ვისთანაც კორონავირუსით დაინფიცირებულს კონტაქტები ჰქონდა.

სოფლის წარმომადგენლის, ბაჩო (თამაზ) ხუციშვილის განცხადებით, მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდება. საეჭვო შემთხვევების შესახებ, ის ინფორმაციას არ ფლობს.

სოფელში მუშაობენ ასევე კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. ცენტრის ხელმძღვანელის დირექტორის, ნანა ნინოშვილის თანაშემწე გვეუბნება, რომ მისი ხელმძღვანელი აქტიურად მუშაობს სოფელში და ჯერ რაიმე საეჭვო სიმპტომების შესახებ, არაფერი ინფორმაცია გააჩნია. ,,ტელეფონი მე დამიტოვა მანქანაში, თვითონ აქტიურად მუშაობენ სახლებში. რაიმე საეჭვო შემთხვევებზე ინფორმაცია არ მაქვს” – გვითხრა თანაშემწემ.

სოფლის დეპუტატმა, ვახტანგ ხათაშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პიროვნებას უდასტურდება კორონავირუსი, რომელიც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია:

,,გუშინაც გაიარა მანქანით მაგ ბიჭმა, მე თვითონ დავინახე. როგორც გავიგე, სიცხე ჰქონია და კორონავირუსი დაუდასტურა. მეც აქტიურად ვადევნებ თვალყურს სოფელში რა ხდება, როგორც მე ვიცი, სხვა ჯერ არავინაა საეჭვო სიმპტომებით” – ამბობს ვახტანგ ხათაშვილი.

კასპის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტში მასობრივი ტესტირება, რადგან სოფელ ხოვლეში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც დაცვაში მუშაობს:

,,ამ სოფელში მარტო ეგ ბიჭი არ მუშაობს დაცვაში. სხვებიც არიან. როგორც მე ვიცი, სამსახურში სხვებთან ერთად დადიოდა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს მასობრივი ტესტირება არა მარტო ხოვლეში, არამედ სხვა სოფლებშიც, პრევენციისთვის ეს აუცილებელია” – აცხადებს ნუგზარ ნონიაშილი.

დღეს დილით ადგილობრივმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ ხოვლეში თეთრხალათიანები გამოჩდნენ. სამთავრობო დაცვის წევრს, 32-წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ის თბილისში, კლინიკაში 12 აპრილს მიიყვანეს.

დაინფიცირებული მამაკაცი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა. ჯერჯერობით საპატრიარქოს დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 296-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 69

წყარო – ქართლი.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved