„თბილისის მერი ვერ გახდება უზრდელი, უკულტურო და კრიმინალური აზროვნების ადამიანი,“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიას მიერ საზოგადოებრივი არხის ეთერში გამართული მერობის კანდიდატების დებატების პროტესტის ნიშნად დატოვებას.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მელიას მიერ გადადგმული ნაბიჯი უზრდელი და უკულტურო ადამიანის საქციელი იყო.
„გუშინ საზმაუს დებატებზე ნიკანორ მელიამ სწორედ ეს დაამტკიცა,“- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, საზოგადოებრივმა არხმა გუშინ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლა. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა.
კომენტარები