გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა, – ინფორმაციას კახეთის მთავარი ამბები ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.














კომენტარები