• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გულზე მჯიღს რომ ირტყამს მთავრობა, ევროპას ვაჯობეთო…” – ექიმის სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
01:27 04-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

რეგიონებში მომუშავე მედიკოსებისთვის გაძვირებული მგზავრობა და შეზღუდული ტრანსპორტი ფინანსური პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

მას შემდეგ, რაც ერთ ავტომობილში ორ მგზავრზე მეტის ჩასხდომა აიკრძალა, მათი შემოსავალი გზის ფულს აღარ ჰყოფნის.

ინფორმაციის გადასამოწმებლად და ტრანსპორტირების პრობლემის გასარკვევად ორ სხვადასხვა რეგიონში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში კლინიკაში მომუშავე ექიმებს დავუკავშირდით.

მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან „პრაიმტაიმი“ გასაგები მიზეზების გამო თავს იკავებს.

„ამ დრომდე, ტაქსით მომსახურება თბილისიდან თელავამდე 40 ლარი ღირდა, რომელსაც 4 ადამიანი ვინაწილებდით. მას შემდეგ, რაც ერთ ავტომანქანაში ორ კაცზე მეტის ჩასხდომა აიკრძალა, რა თქმა უნდა, ძალიან გაძვირდა მგზავრობა.

ახლა, თბილისში ჩამოსვლაში ორმა ადამიანმა 60 ლარი გადავიხადეთ. ჩვენს სამსახურში ძირითადად დედაქალაქიდან და სხვა რაიონებიდან მუშაობენ.

ეს პრობლემა თითქმის მთელ სამსახურს გვეხება. ექთნებიც კი, ტაქსით დადიან. მოგეხსენებათ, მათი მწირი ხელფასის შესახებ…

შექმნილი სიტუაციის გამო, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, შესაბამისად მისვლა-მოსვლა უფრო გაგვიხშირდა და გადასახადმაც იმატა.

გამოდის, რომ სახლში ჩვენს შვილებს საჭმელს ვერ წავუღებთ და მხოლოდ გზის ფულზე ვიმუშავებთ. ენთუზიაზმით რამდენი ოჯახი შეძლებს არსებობას რთული სათქმელია.

კლინიკები ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე უარს ამბობენ, რადგან ექიმების უმეტესობას საკუთარი ავტომობილი აქვს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ ჩვენ, ვისაც მანქანა არ გვაქვს.“ – ამბობს მედიკოსი.

„სანამ ქვეყანაში პანდემია დაიწყებოდა, დუშეთის საავადმყოფოში თანამშრომლები ტაქსით დავდიოდით, რომელშიც თითოეული 7 ლარს ვიხდიდით, ახლა ორნი 20-20 ლარს ვდებთ იმისთვის, რომ სამსახურში გამოვცხადდეთ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ჯიბეზე დიდი დარტყმაა, ჩვენს უკან ოჯახები დგანან, წინ – პაციენტები. რომლებს ვუღალატოთ? შვილებს როგორ ვაჭამოთ.

გულზე მჯიღს რომ ირტყამს ჩვენი მთავრობა, ევროპის წამყვან ქვეყნებს ვაჯობეთო, თერაპიის კუთხით ნამდვილად ასეა, მაგრამ გადასახადების გაუქმებით რომ მივბაძოთ და მოგვცენ შესაძლებლობა, ამ რთულ მდგომარეობაში ჩვენი პროფესიული მოვალეობები მშვიდად შევასრულოთ ხომ შესაძლებელია?

საშინელებაა, როცა ექიმი დიაგნოზზე და მკურნალობის კურსზე ფიქრისას, ტვინის ერთ ხვეულში ოჯახის გაჭირვებაზე ფიქრობს.“ – აცხადებს ექიმი.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved