• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გულწრფელი რომ ვიყო…” – ბორელის პირველი განცხადება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
19:51 09-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,238

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება მედიისთვის ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გააკეთა და თქვა:

“საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისთვის და ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით და პირველად იქნება წარდგენილი მოხსენება საქართველოს პროგრესის შესახებ, როგორც გაფართოების კანდიდატი ქვეყნის შესახებ.

მე მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, ამ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე. მაგრამ, ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაცა, რაც ქვეყნებს ეკუთვნით, იგი უნდა დაიმსახურონ და იგი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით. გულწრფელი რომ ვიყო, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო…

საქართველოს შემთხვევაში, 12 პრიორიტეტი, რომელსაც სჭირდება შესრულება, რომელიც ევროკომისიის მიერ იქნა დაწესებული. ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ძლიერი სამუშაოს გაწევა არ ხდება იმისთვის, რომ ბრიუსელი დაკმაყოფილდეს, ან დაკმაყოფილდნენ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, ეს ძალისხმევა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდეს”

ბორელის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, რაც გამოხატულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებაში, რომელიც 15 წელია საოკუპაციო ხაზთან მუშაობს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას.

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ის ხვალ გამართავს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრას, შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას და ჩავა საოკუპაციო ხაზთანაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved