ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქართველ სამართალდამვცელებს უცხოელი ტურისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი გამოძიების გამო, მადლობას უხდის.
“მართლა სასიხარულოა, რომ ჩვენმა პოლიციამ ასე მალე დაასრულა გამოძიება…
მსოფლიოში იქნება უდიდესი კონკურენცია პოსტ კოვიდური ტურიზმის ინდუსტრიაში და ასეთი ფაქტების პრევენცია არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ეკონომიკისთვის.
2-3 კრიმინალის გამო მთელი ქვეყნის ტურისტული პრესტიჟი და რეპუტაცია ილახება!
კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა საქართველოს პოლიციას!
პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს!”, – წერს ფხაკაძე.
ცნობისთვის, პოლიციამ უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავა














კომენტარები