• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გულში ყველა ფიქრობდა, ეს ქაიანური რა ოხრობაა ნეტავო, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდნენ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
21:35 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,814
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ქაიანური
————-
ძველი ამბავია, სახალისო …
… ქუთაისელმა “ცისფერყანწელებმა” ლიტერატურული ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტეს , მაგრამ ყველა გაღლეტილი იყო და ფულის შესაგროვებლად საქველმოქმედო საღამოს გამართვა გადაწყვიტეს. შეადგინეს პროგრამა – სანდრო ცირეკიძე და სერგო კლდიაშვილი მინიატურებს წაიკითხავდნენ, კოლაუ ნადირაძე, რაჟდენ გვეტაძე და სხვები – ლექსებს… ოღონდ, ვერ იქნა და ვერ მოიფიქრეს და შეთანხმდნენ საღამოს კულმინაციურ დასასრულზე. კაი ხანი იმტვრიეს თავი, სანამ თბილისიდან პაოლო იაშვილი არ ჩამოვიდა. პაოლომ არც აცია, არც აცხელა და პროგრამის ბოლოს მიაწერა:
– დასასრულ-ქაიანური! -.
გულში ყველა ფიქრობდა, ეს ქაიანური რა ოხრობაა ნეტავო, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდნენ; ეუხერხულებოდათ, უვიცი არავის ვეგონოთო.
მოკლედ, მოამზადეს აფიშები, გააკრეს ყველგან და მოაწყდა ქუთაისის ინტელიგენცია საღამოს. კაი სუფრაც გაიშალა საზაფხულო რესტორანში. უსმენენ ყურადღებით ლექსებს, მოხსენებებს. თუმცა ყველა გამწარებული ელოდება ქაიანურს, სტუმრებიც და მასპინძლებიც.
ბოლოს კოლაუს აღარ მოუთმინა გულმა და გაღიზიანებულმა წამოიძახა:
– დამთავრდა საღამო და სადაა ბატონო ეს ქაიანურიო! -.
პაოლო ერთი კი შეყოყმანდა, მერე იქვე ეტლიდან ცხენი გამოხსნა, რესტორნის პატრონს თეთრი სუფრა გამოართვა და ტანზე ტოგასავით შემოიხვია. ასეთ ფორმაში მოახტა ცხენს, წინ კი მაშხალებით აღჭურვილი ბიჭები გაიძღოლა. ასე გავიდა საზაფხულო ბაღის შუაგულში და უკანასკნელ ხმაზე დაიწყო რაღაც ლექსის კითხვა. საწყალი ცხენი დააფრთხო ამდენმა ხალხმა, თეთრზეწრიანმა კაცმა, აბრიალებულმა მაშხალებმა და ყალყზე შედგა და გაჭენდა. პაოლო კინაღამ გადმოვარდა უნაგირიდან, სუფრა დაიწვა, ხალხი შეშინებული აჩოჩქოლდა და აირია. საღამო ჩაიშალა…
შემოსული ფული ჟურნალის გამოცემას კი არა, რესტორნის და იმ სუფრის ხარჯებს ძლივს ეყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved