• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გთხოვთ, სასწრაფოდ დაასრულოთ ეს უსამართლო გაუგებრობა და გაანთავისუფლოთ პაატა ბურჭულაძე! – მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები პეტიციას უერთდებიან

ალია ავტორი - ალია
23:27 11-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

500-ზე მეტი მსოფლიო დონის ცნობილი ადამიანი, პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერ პეტიციას უერთდება:

მივმართავთ ყველას, ვისაც ეს ეხება!
გთხოვთ, სასწრაფოდ დაასრულოთ ეს უსამართლო გაუგებრობა და გაანთავისუფლოთ პაატა ბურჭულაძე!

ათწლეულებია რაც ვიცნობთ პაატა ბურჭულაძეს, ოპერის ცოცხალ ლეგენდას, ნამდვილ მეგობარს და გამორჩეულ ადამიანს. მის ხმას საქართველოს სული გაჰქონდა საერთაშორისო სცენებზე, თავისი ხელოვნებითა და გულწრფელობით ის მსოფლიოს აცნობდა მისი სამშობლოს მდიდარ კულტურას. დღეს კი ხმა, რომელიც ხელოვნების სულისკვეთებით სხვადასხვა კულტურებს აკავშირებდა – საკუთარ სამშობლოში ცდილობენ დაადუმონ.

2025 წლის 5 ოქტომბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მის უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად ჩვენც შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ  პაატა ბურჭულაძე დააკავეს  და ახლა მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ვინც მას იცნობს, იცის, რომ სრულიად შეუძლებელია მისი სახელის ძალადობასთან ან რაიმე ტიპის დანაშაულთან დაკავშირება.

მტკივნეულია იმის წარმოდგენა, რომ მსოფლიოში აღიარებული არტისტი – გაეროს კეთილი ნების ელჩი (2006), იუნისეფის კეთილი ნების ელჩი საქართველოში (2010–2016), არაერთი ახალგაზრდის მენტორი საოპერო ხელოვნებაში და თანაგრძნობის სიმბოლო –  ახლა ვერ ახერხებს საკუთარი ხმის მსოფლიოსთვის მიწვდენას. მან სიცოცხლის დიდი ნაწილი მიუძღვნა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დახმარებას, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას, რომლებიც დღეს უკვე წარმატებული მუსიკოსები არიან. ნებისმიერი სხვა ერი იამაყებდა ასეთი ადამიანის შვილობით.
წელს, მსოფლიოს დიდმა თეატრებმა აღნიშნეს მისი 70 წლის იუბილე,  თუმცა, საკუთარ სამშობლოში მას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე გაემართა საიუბილეო საღამო. თუმცა, მის პატივსაცემად  ათასობით თანამემამულე შეიკრიბა თბილისის მთავარ გამზირზე  და ოპერის თეატრის წინ მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა. არსებულმა ხელისუფლებამ კი მეორე დღეს სახლში პოლიცია გაუგზავნა და ის ოპერის თეატრის წინ სიმღერისთვის დააჯარიმეს.

პაატას და მისი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, მაგრამ ყველა ზეწოლის მიუხედავად, მას არასდროს უფიქრია საქართველოს დატოვება.

რა ამოძრავებდა ლეგენდარულ არტისტს, როცა ის პირად კომფორტს შეელია, დატოვა  სცენა და 310 დღეზე მეტი სიცივეში, ქუჩაში თავისი ხალხის გვერდით დადგა? ცხოვრებაში არის მომენტები, როცა სიტყვები ზედმეტია, როცა სიმართლე და სამშობლოს სიყვარული ნებისმიერ არიაზე ბევრად უფრო ხმამაღალია.

ძვირფასო პაატა,  ვიმედოვნებთ, რომ სოლიდარობის ეს ხმა შენამდე მოაღწევს, იქ სადაც ახლა სუნთქვაც რთულია – ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. შენი გამბედაობა, ბრწყინვალება და მორალური ძალა კვლავაც შთააგონებს უამრავ თაყვანისმცემელსა და მეგობარს მთელ მსოფლიოში. შენი სახელი  და შენი ხელოვნება დიდი ხანია მარადიულობას ეკუთვნის.

იცოდე, რომ ჩვენ, შენი კოლეგები და მეგობრები მთელი მსოფლიოდან, სოლიდარობისა და აღფრთოვანების ნიშნად შენს გვერდით ვდგავართ.
თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს – ხმას, რომელიც მსოფლიოს არასდროს დაავიწყდება!

#თავისუფალებაპაატას #დავდგეთპაატასგვერდით #იმღერეთთავისუფლებისთვის“, -აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციის ხელმომწერები არიან:

  • • ჟან ლუი გრინდა /  რეჟისორი / მონტეკარლოს საოპერო თეატრის სამხატვრო მრჩეველი, მონაკოს ეროვნული საბჭოს წევრი
  • • დომინიკ მაიერი / ევროპის მუსიკის აკადემიისა და პარიზის კონსერვატორიის დირექტორთა საბჭოს წევრი. კომოს Teatro Sociale-ს პრეზიდენტი. ლა-სკალას, ვენის სახელმწიფო ოპერისა და პარიზის შანზელიზეს თეატრების ყოფილი გენერალური დირექტორი.
  • • მარკ ჰილდრუ / საერთაშორისო არტისტები ცნობილი სააგენტოს ასკონას ჰოლტის დირექტორი
  • • კრეგ რუტენბერგი –  პიანისტი / ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის ყოფილი მუსიკალური დირექტორი
  • • ფედერიკ რუელსი –  რეჟისორი / პარიზის ოპერა გრანდ ავინიონის დირექტორი
  • • ეპრილე მილო – სპორანო / ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი
  • • რობერტო ფრონტალი /  ბარიტონი /  იტალია
  • • ვინჩენცო  სკალერა /პიანისტი / იტალია
  • • ვინცენტ ბუსარი / რეჟისორი / საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, კომანდორის ორდენის კავალერი
  • • სტეფანო პაჩე – დირიჟორი / იტალია
  • • ფრანკ ბეერმანი / დირიჟორი / გერმანია
  • • უგო რაბეკი –  ბანი / საფრანგეთი
  • • რუჯერო რაიმონდი – ბარიტონი / იტალია
  • • ჟერომ პესკე – კრიტიკოსი-მკვლევარი, ODB‑Opéra–ს მთავარი რედაქტორი /საფრანგეთი
  • • ლუკა კანონიჩი –  ტენორი / იტალია
  • • ჟან-ივ ოსონსი – დირიჟორი / „Antoine Livio“ პრემიის მფლობელი / საფრანგეთი
  • • მარიო კასი – ბარიტონი /  იტალიელი
  • • მარიელუ აპელსი / ჩელისტი/ ნიდერლანდები
  • • ჯორჯ პეტეიანი- ბარიტონი / რუმინეთი
  • • ელენა ბელფიორე – მეცო სოპრანო /იტალია
თეგები: პაატა ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved