• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გთხოვთ ნუღარ გაამძაფრებთ ვერსიებს და ნუ წყევლით იმათ, ვინც არც ვიცით, ვინ არიან“ – ქეთი წიკლაური საზოგადოებას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
17:18 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

მომღერალი თემურ წიკლაურის შვილი ქეთევან წიკლაური სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და მამის საფლავზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ რამდენიმე განმარტებას აკეთებს.

“ჩემო ძვირფასებო! მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა მამას სასაფლაოს ძეგლთან დაკავშირებით. ვინაიდან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს და ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის. ეს ამბავი აღმოვაჩინეთ ჩვენ – მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე ერთი კვირის წინ.

ძეგლის ნაწილი – დედამიწის ფორმის დეტალი, ჩემთან არის, წამოვიღეთ. რადგან ზამთარში დიდი ყინვებია კოჯორში და დედამიწა ვერ დამაგრდება კარგად და ამიტომ გაზაფხულამდე ასე იქნება მამას ძეგლი. არავის არ წაუღია და არ მოუპარავს ეს დეტალი, იქვე დატოვეს რომ მოგლიჯეს. რატომ მოგლიჯეს, ეს სულ სხვა საკითხია.

ზოგს ჰგონია, რომ გაჭირვებამ აიძულა ვიღაცა და რომ დაინახეს, არაა ფერადი მეტალი: ლითონი, ბრინჯაო, აღარ წაიღეს. არ ვიცი, შეძასაძლოა დაპუტულ-დაგლეჯილი გვირგვინი-ც („ვენოკი“) ასეთი გაჭირვების ნიშანია, რა გითხრათ… თავს შევიკავებ და აღარ ვიტყვი არაფერს.

სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ამ სურათების გამოქვეყნებას, რომელიც ახლა საიტებზე დევს ინტერნეტში. უბრალოდ გადავუგზავნე მეგობარს, როდესაც ეს ამბავი მოვუყევი. მან მთხოვა, ნება რომ დაედოთ ფბ-ში და დავთანხმდი, მეც ვიფიქრე, რომ მართებული იქნებოდა ხალხმა იცოდეს მომხდარის შესახებ.

გუშინ მთელი დღე გავატარეთ პოლიციაში მე და ჩემმა შვილმა. როდესაც გასაჯაროვდა ძეგლის დაზიანების ამბავი, პროკურატურამ თავისი ინიციატივით აღძრა საქმე. ასე რომ, გთხოვთ ნუღარ გაამძაფრებთ ვერსიებს და ნუ წყევლით იმათ, ვინც არც ვიცით, ვინ არიან.

უბრალოდ, იმედია, ასეთი ვანდალიზმის შემთხვევები აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში. მე ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამიკვირდა მამას საფლავზე მომხდარი ამბავი. უბრალოდ, გამიხარდა, რომ ძეგლის ნაწილი არ გააფუჭეს ბოლომდე და არ წაიღეს.

კარგი იდეა მომცა ახლობელმა, ვინც პირველი პოსტი დადო ამის შესახებ, გააკეთე ნიშნული, სადაც ეწერება, რომ ეს ძეგლი არ არის ბრინჯაოსგან დამზადებული! დიახ, ძეგლის მასალაა: პოლიურეთანი, შეღებილია აკრილის საღებავით. გმადლობთ ყურადღებისთვის“, – წერს წიკლაური.

შეიძლება იყოს ქანდაკება, მონუმენტი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved