ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი და პოლიცია მეორე დღეა უშედეგოდ ეძებს. მისი ახლობლების თქმით, ფოთში მცხოვრები თემურ ღურწკაია 3 თებერვალს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ოჯახის წევრებს. გთხოვთ, ვინმემ თუ ნახეთ ან შეამჩნიეთ, შეგვატყობინეთ. თითოეული წვრილმანი დეტალიც კი მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის“, – ამბობს დაკარგული მამაკაცის ახლობელი.
კომენტარები