• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გრუზინული“ მო­რალისა და სამდღიანი მეხსიერების მქონე მოქალაქე” – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
13:43 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,093

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

სოციალისტების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა: „ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ევროპაში ყველგან, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე.“

უკვე წელს, აგვისტოში, საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელსაც აღმო­სავლეთ ბალკანეთის ლიდერები ესწრებოდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, გააჟღერა ინიციატივა, რომ ევროკავშირმა უნდა გადადგას „თამამი ნაბიჯი“ და 2030 წლისთვის მიიღოს ახალი წევრები.

სექტემბერში ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლი­ვერ ვარჰელი, დაეთანხმა მიშელის მიერ გამოთქმულ ვადას, დაადასტურა, რომ ევროკომისია მუშაობს ამ მიმართულებით, და მიესალმა წევრი ქვეყნების მხრიდან გამოხატულ მზაობას, მობილიზდნენ და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ 2030 წლისთვის ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით.

ვარჰელის განცხადებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტ­მა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, წარადგინა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ისეთივე მონდომებით მიუდგნენ ამ საკითხს, როგორითაც ამას აკეთებს უკრაინა. „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ევროპელი ხალხები დავტოვოთ გარეთ“, განაცხადა მან.

საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება სხვა პერიოდი, როდესაც ქვეყანა ასე ცხადად და არაორაზროვნად იდგა მანამდე წარმოუდგენელი, გრძელ­ვა­დიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ისტორიული შესაძ­ლებლობის წინაშე. შარშან, თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ამ შეჭრაზე უკრაინელების გმირულმა პასუხმა სამყარო შეცვალა. უფრო ზუსტები თუ ვიქნებით – ამოაყირავა. საბჭოთა ბოროტების ჩამოშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არასოდეს ყოფილა დასავლეთი ასე კონსოლიდირებული რუსეთის წინააღმდეგ და ასეთი დარწმუნებული ევროპული სივრცის გაფართოების აუცილებლობის საკითხში.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რასაც ორდინარულ ვითარებაში სულ მცირე 20-25 წელი დასჭირდებოდა, და გავხდეთ „ევროკავშირელები“.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, გავაკეთოთ ნახტომი და გავხდეთ 20-ტრილიონიანი ბაზრის განუყოფელი ნაწილი, აქედან გამომდინარე ინვესტიციებით, ინოვაციებით, სამუშაო ადგილებითა და სხვა სიკეთეებით.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, სრულად ვინტეგრირდეთ ევროპულ სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში და შვილებს მივცეთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შესაძლებლობა.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხო­ვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ თანამედროვე სამყაროში ყველაზე ცივილიზებული და ჰუმანური სივრცის ნაწილი, სადაც ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის უფლებები დაცულია ყველაზე საუკეთესოდ დედამიწაზე, და რომ ჩვენი ერთად ცხოვრება საფრთხეს არ წარმოადგენს მათი იდენტობისთვის, პირიქით.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯი გადავდგათ ქვეყ­ნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი NATO არაა, ჯერ არ ყოფილა ისტორიული პრეცედენტი, რომ ევროკავ­შირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ვინმეს გაებედა სამხედრო აგრესია. 30-წლიანი მუდმივი შიშით ცხოვრება შეგვიძლია დავასრულოთ სულ რამდენიმე წელში.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, მივაღწიოთ იმას, რომ თბილისის გარდა, ამ ქვეყნის სხვა ადგილებშიც იცხოვრებოდეს ადამიანურად, სხვაგანაც შეიძლებოდეს საქმის კეთება და შემოსავლის მიღება, სხვაგანაც იყოს გზა, წყალი, დენი, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და კანალიზაცია.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, გვქონდეს სანდო ფული (თუმცა ეს მანამდეც შეგვიძლია), რომლის უკანაც იდგება ევროპის ცენტრალური ბანკი (თუნდაც თავისი ნაკლოვანებებით) და არა – ნანა ყეინიშვილი.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, აქ დავიწყოთ უკეთესი ჯანდაცვის შექმნა ჩვენი ხალხისთვის, რომ ევროპული ხარისხი მხოლოდ პატრიარქისთვის არ იყოს ხელ­მისაწვდომი.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, უსაბუთოდ და უპატრონოდ წვალების ნაცვლად, ლეგალურად წავიდეთ და სამუშაო ვიპო­ვოთ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში, რადგან ჩვენც იქაურები ვიქნებით.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ მარტო წარსული კი არ გვაქვს საინტერესო, არამედ თანა­მედროვე სამყაროშიც თანაზიარი ვართ ყველაფერი საუკე­თესოსი, რაც კაცობრიობამ შექმნა.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, ვიყოთ თავისუფალი, ამაყი, ღირსების მქონე, თავმოყვარე ქვეყნის ასეთივე მოქალაქეები.

რამდენიმე წელში შეგვიძლია, შვილებს თამამად ვუთხრათ, რომ ჩვენი ცხოვრება ტყუილად არ დაგვიხარჯავს; რომ შევძელით ის, რაც ბედის უკუღმართობისა თუ შეცდომების გამო ვერ შეძლო ბევრმა წინა თაობამ; რომ მათ ვუტოვებთ თავისუფალ, დაცულ, ღირსების მქონე და სამყაროს საუკეთესო ნაწილთან ინტეგრირებულ ქვეყანას, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ და სადაც ღირს ცხოვრება.

ეს არის ის ე.წ. „შესაძლებლობების ფანჯარა“, რომელზეც ღიად მიგვანიშნებენ დასავლეთიდან.

ერთადერთი, რაც დღეს ხელს უშლის ამ პერსპექტივას, არის „გრუზინული“ მო­რალისა და სამდღიანი მეხსიერების მქონე მოქალაქე, რომელიც ან უკვე დაბმულია რუსული ხელისუფლების ბაგაზე, ან გამალებული ეძებს „კარმუშკას”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved