• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამას უზნეობაც აღარ ჰქვია, “ჰეითერების” საძმოსთან ქილიკი ვერ უშველის – თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

ალია ავტორი - ალია
19:50 03-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერილს ავრცელებს, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ სერგო ჩიხლაძეს მიმართავს:

„სამწუხაროდ, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური პოლიტიკოსისა და ექსპერტისაგან ბოლო პერიოდში გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ „ჰეითერად“ (მუდმივად კრიტიკულად და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი წარუმატებლობის და სხვისი წარმატების ფობია), თანაც ჩვენგან ყოველგვარი, თუნდაც მინიმალური საბაბის მიცემის გარეშე. იგი თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს, მის მიერვე გამოგონილი ბოროტი ფანტაზიების სამყაროში. ბოლო დღეებში მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტები, სადაც არც მეტი არც ნაკლები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პირდაპირ გვდებს ბრალს ჩინური ვაქცინის შემოტანის ლობირებაში?!და „ფინანსური სქემების დალაგებაში“?!და ამბობს, რომ მე ვიქეცი „არა ჯანმრთელობის მუშაკად“, არამედ „ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად“?! გარდა ამისა, ბრალს მდებს: „მავნებლობაში“?!„ბედოვლათობაში“?!,„უუნარობაში“?!„არაპროფესიონალიზმში“?!„აგრესიულ ანტივაქსერობაში“?! (ეს უკვე მკრეხელობაც კი აღარ არის) და ა.შ.

ამას უკვე უზნეობაც აღარ ჰქვია და როგორც ხედავთ, ბ-ნი სერგო უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა და თანაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საშინლად აღიზიანებს სხვისი გაკეთებული საქმეები და გადარჩენილი ადამიანები და უნდა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

სინამდვილეში ვფიქრობ, მთელი ქვეყანა მიცნობს და ყველამ კარგად იცის, რომ სიცოცხლეში არათუ რაიმე გარიგებისგან სარგებელი, არამედ არცერთი, ვიმეორებ არცერთი ავადმყოფისგან არც ერთხელ, ვიმეორებ არც ერთხელ  არანაირი სულ მცირე ჰონორარიც კი არ ამიღია. ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა. ეს ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რაც არც ერთხელ, ვიმეორებ არც ერთხელ არ დამირღვევია და ეს ყველამ კარგად იცის, ეს თვითონ ბ-ნ სერგომაც ძალიან კარგად იცის და ამიტომ მისი საქციელი ორმაგად უზნეობაა.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინის ლობირებას, მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან და ეს ბ-ნმა სერგომაც ძალიან კარგად იცის. მე მკურნალი ექიმი ვარ და მხოლოდ იმას ვლობირებ და ალბათ, წარმატებითაც, რომ რაც შეიძლება მეტი COVID ავადმყოფი გადავარჩინოთ. მეტი არაფერი.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას ვაქცინების მიმართ – არც ერთხელ არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი და ვამბობ, რომ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ, რომელსაც ოფიციალური საერთაშორისო (FDA, EMA, ჯანმო და სხვ,) აღიარება აქვს.თუ ასე არ არის, ერთი მტკიცებულება მაინც მაჩვენონ (ახლა ხომ ყველა სიტყვა ფიქსირდება და ვერაფერს დამალავ).

ახლა, რაც შეეხება იმ კონტექსტს, რომელშიც ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ვახსენებ და რაც ბ-ნი სერგოს და მისი თანამოაზრეებს ძალიან არ მოსწონთ.

ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ ამბობენ, რომ მსოფლიოს 108-მა ქვეყანამ(200-ზე მეტი ქვეყნიდან), მათ შორის ყველა ჩვენმა უშუალო მეზობელმა ვაქცინაცია უკვე დაიწყო და მათ შორის საქართველო არ არის, რაც ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძალიან ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. მე კი განვმარტე, რომ სინამდვილეში – თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ, ისევე როგორც ძალიან ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია სწორედ ჩინური ვაქცინით დაიწყო, რომელიც ჩვენ (და მათ შორის თვითონ ბ-ნმა სერგომ და მისმა თანამოაზრეებმა) დიდი ხნის წინ კატეგორიულად დავიწუნეთ, ხოლო სომხეთმა, რუსეთმა და ასევე ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია რუსული ვაქცინით დაიწყო, რომლის გაგონებაც კი არ გვინდა (გასაგები მიზეზების გამო). ასე, რომ არცერთ ჩვენს მეზობელს, ისევე იმ 108 ქვეყნიდან ძალიან ბევრს ევრო-ამერიკული ვაქცინით ვაქცინაცია არ დაუწყია და ამ მხრივ საქართველო სულაც არ არის გამონაკლისი და მე მოვუწოდე ყველას, რომ ნუ გვექნება ორმაგი სტანდარტი და ვიყოთ სამართლიანი, კერძოდ, თუ ჩვენ არ გვინდა ჩინური და მით უმეტეს რუსული ვაქცინა და გვინდა უფრო მაღალი სტანდარტის ვაქცინა, მაშინ კიდევ უნდა მოვითმინოთ 2-3 კვირა და არ უნდა დავხატოთ აპოკალიფსის სურათი და არ უნდა გავუჩინოთ მოსახლეობას უიმედობის განცდა. ხოლო თუ ჩვენ გვშურს თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და მით უმეტეს სომხეთის და რუსეთის და სხვა ქვეყნების, მაშინ არ უნდა გვეთქვა უარი ჩინურ ვაქცინაზე, რისი შემოტანაც ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგა ხნის წინ შეეძლო, მაგრამ გაითვალისწინა სპეციალისტების რჩევა და ხალხის აზრი, არ შემოიტანა ეს ვაქცინა და ამბჯობინა დალოდებოდა ევრო-ამერიკული ვაქცინის შემოტანას. რა არის ჩემს ამ პოზიციაში რაიმე არასწორი ან არასამართლიანი?

რაც შეეხება ჩემს „მავნებლობას“ და „არაპროფესიონალიზმს“, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია. ისე, ხომ უნდა გეყოს ფანტაზია, რომ ბ-ნი სერგოსნაირმა ადამიანმა „მავნელობაში“,„არაპროფესიონალიზმში“, „ბედოვლათობაში“ და ა.შ. დასდოს ბრალი ექიმს (ამ შემთხვევაში მე), რომელმაც შექმნა აივ/შიდსის სამსახური და ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია უდიდესი მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით, რომელიც იდგა მსოფლიოში პირველი და უნიკალური C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სათავეებთან, რომელმაც უკვე გადაარჩინა ქვეყანაში 73 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფი და დადო განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი – 99%, რომელმაც შექმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო კლინიკური სამსახური და მიაღწია ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლებს და ა.შ. რაც შეეხება ჩემს „აგრესიულ ანტივაქსერობას“,ეს ბ-ნი სერგოს კიდევ უფრო ცხელი ფანტაზიის ნაყოფია, რამდენადაც მე COVID-19-ის ვაქცინის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინის ფართოდ გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე ვარ და არსად არანაირი ფორმით არ მითქვამს, რომ ჩვენ COVID ვაქცინაცია არ გვჭირდება და თუ ასე არ არის, ბ-ნმა სერგომ საწინააღმდეგო დაგვიმტკიცოს.

ალბათ, უკიდურესი უზნეობაა და სამარცხვინოა, როდესაც ადამიანი, რომელსაც COVID-19-ის დასამარცხებლად არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია,თავს უფლებას აძლევს აქეთ შემოგვედავოს და თან ამდენი ტყუილი, ცილისწამება და მძიმე შეურაცხყოფა იკადროს.

ბ-ნი სერგოს ბოლო პოსტები სულაც არ არის მხოლოდ კრიტიკა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რა უფლებით მდებს საქვეყნოდ ბრალს ყოველგვარი (თუნდაც გამოგონილი) მტკიცებულებების გარეშე ჩინური ვაქცინის ლობირებაში და მასთან დაკავშირებულ კორუფციაში, რომ მე ჩამოვყალიბდი „ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად“?!რა უნდა იფიქროს ჩემზე საზოგადოებამ და ჩემმა ახლობლებმა. რა უფლებით მდებს ბრალს, ასევე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე „მავნებლობაში“და სხვა ათასგვარ ცოდვაში. რა უფლებით ატყუებს მოსახლეობას, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ვაქცინაცია არ გვჭირდება, როცა მსგავსი არაფერი მითქვამს. ხომ შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ ეს მე მართლა ვთქვი და ვაქცინის გაკეთებაზე უარი სთქვას.

თუ ბ-ნი სერგო უახლოეს მომავალში საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და დიდი ტყუილებისათვის ჩვენ იძულებული ვიქნებით, საპასუხო ზომებს მივმართოთდა მას ძალიან მკაცრი პასუხისგება მოუწევს. ისე, რომ ვერც პოლიტიკური იმუნიტეტი და ვერც თავისი „ჰეითერების“ საძმოსთან ქილიკი უშველის.

P.S. სამწუხაროა, რომ ბ-ნი სერგო წარმოადგენს საკმაოდ სიმპათიურ პოლიტიკურ პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“საკმაოდ სერიოზული ლიდერებით და მე რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ვიყო, ალბათ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ პარტიას დავუჭერდი მხარს (ე.წ. „მეორე არჩევანის“ პრინციპით), მაგრამ ბ-ნმა სერგომ თავისი ზღვარგადასული, დანაშაულებრივი განცხადებებით, ცილისწამებებით და შეურაცხყოფებით იმდენი მოახერხა, რომ ამ პარტიამ ბოლო არჩევნებში ხმების 3% ძლივს მიიღო, ხოლო ახლა ალბათ, ამდენსაც ვერ მიიღებს. თუ პარტიის ლიდერშიფი მაინც ჩათვლის, რომ ბ-ნი სერგოსნაირი ადამიანები სჭირდება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“

თეგები: თენგიზ ცერცვაძესერგო ჩიხლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ახალი ამბები

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

13:47 06-19-2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

10:23 06-19-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved