გორთან მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა პაციენტებმა კლინიკა “გორმედი” დატოვეს. ექიმის განცხადებით, მათ საჭირო დახმარება გაეწიათ და გაეწერნენ.
ღამის მანძილზე 1 მძიმე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 პაციენტი გადაყვანილია თბილისში კლინიკა “ჯერარსში”.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან გუშინ გვიან ღამით მოხდა. უცხო ქვეყნის ნომრების მქონე ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის დროს ადგილზე 5 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები