გორის ცენტრში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. იყო ძლიერი აფეთქების ხმა. დამწვრობა მიიღო მძღოლმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი გამოცემის, Qartli.ge-ს ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაზზე მუშაობს და ცეცხლის გაჩენა მას უკავშირდება თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები