ტვ პირველის ინფორმაციით, გორის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ხელფასები ხაშურშიც გაიზარდეს. 2022 წლის ბიუჯეტში, რომელიც 21 მილიონ ლარს შეადგენს, სახელფასო ფონდი 2 მილიონნახევარ ლარამდეა გაზრდილი.
ყოველთვიური სარგო გაიზარდა ახლადარჩეულმა მერმაც. თენგიზ ჩიტიაშვილის ხელფასი 5 ათას ლარზე მეტი გახდა. ხელფასი გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარემაც. ნინო ლიპარტელიანის ხელფასი 4510 ლარით განისაზღვრა. მოემატათ ხელფასები მოადგილეებსაც.
მე მგონი ამ გაჭირვეულ პერიოდში მერმა და თანამდებობის პირებმა ცოტა თავი უნდა შეიკავონ ხელფასების მატებაზე. ქალაქში უამრავი პრობლემაა, წყალი არ არის, გზა გაუწმენდავია, იმიტომ, რომ ტექნიკა არ გვაქვს, – აბმბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხელფასების ფონზე, 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პაკეტები 100 ათასი ლარით შემცირდა.














კომენტარები