გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად განათლების მინისტრ გივი მიქანაძისთვის, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხისთვის, თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთვის და სხვა მაღალი რანგის სტუმრებისთვის გაიშალა. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს.
თუმცა, განათლების სამინისტროდან და თსუ-დან გვაცნობეს, რომ სუფრაზე არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე და ჯაბა სამუშია. – აკონკრეტებს გამოცემა.
თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2025 წლის 16 ივლისს, — როგორც ანგარიშფაქტურაშია აღნიშნული.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე.
მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე; პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი; თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია; პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი; აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები (ქართლის ამბები)
კომენტარები