გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მდინარის პირზე ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით აწარმოეს. მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
ექსპერტიზაზე დაიბარეს ერთი წლის წინ ამავე სოფელში გაუჩინარებული კახაბერ ავაზნელის ოჯახის წევრები.
გამოძიება ექსპერტიზით დაადგენს, არის თუ არა მდინარეში ნაპოვნი ცხედარი ერთი წლის წინ, ტინისხიდიდან გაუჩინარებული კახაბერ ავაზნელი.
კომენტარები