• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა”

ალია ავტორი - ალია
11:59 12-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა – მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საქართველოში მაღალი ხარისხის სამოქალაქო კლინიკაში ან უცხოეთში სამკურნალოდ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გორის კლინიკამ მოულოდნელად შექმნა სამედიცინო დოკუმენტაცია, თითქოს სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, რაც „პროფესიულ სინდისზე ხელის აღებაა“.

„გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა, ვინაიდან მოულოდნელად შექმნეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, თურმე ის განკურნებული ყოფილა, ამიტომ მზად არის, გადავიდეს ციხის პირობებში. ეს უკვე ნიშნავს პროფესიულ სინდისზე ხელის აღებას. ვიცით რა, სამედიცინო კომისიის შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროებს შემდგომ მკურნალობას, მათ შორის ისეთი სახის გამოკვლევებს, რომლის უზრუნველყოფაც ამ კლინიკას არ შეუძლია, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ის იყოს გადაყვანილი საქართველოში მაღალი ხარისხის სამოქალაქო კლინიკაში. ხოლო თუ ამის უზრუნველყოფა არ შეეძლებათ და ისევ დაიწყებენ ძველ სიმღერას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ ისევ უსაფრთხოების საკითხებით დაიწყეს მანიპულირება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სააკაშვილის წერილი გამოიტანა, სადაც ის წერდა, რომ ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ, რა დროსაც ცუდად გახდა.

„არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

“ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved