• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Google Translate-ს აფხაზური და ოსური ენები დაემატა

ალია ავტორი - ალია
16:15 06-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

გუგლის თარგმნის სერვისს, Google Translate-ს, მასშტაბური განახლების შედეგად, 110 ახალი ენა დაემატა, მათ შორის, აფხაზური და ოსური. ჩამონათვალში ასევე შეხვდებით აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მკვიდრი ხალხების ენებს. გუგლის წარმომადგენლის, აიზეკ კასუელის ცნობით, თარგმნის სერვისში ახალი ენების დამატება ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელისა და მანქანური დასწავლის გამოყენებით მოხერხდა.

“ახალდამატებულ ენებზე 614 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს”, — წერს კასუელი, — “თარგმნის სერვისი ახლა მსოფლიო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ზოგიერთი დიდი ენაა, რომელზეც 100 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს, ზოგი პატარა თემებსა და მკვიდრ ხალხებს წარმოადგენს, რამდენიმე კი თითქმის აღარავისთვისაა მშობლიური ენა”.

აფხაზური და ოსური, რომლებზეც საქართველოში მცხოვრები ათიათასობით ადამიანი საუბრობს, UNESCO-ის გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენების ჩამონათვალშია. აღსანიშნავია, რომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ ორგანიზაციის შემუშავებული “რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის” ხელმოწერისა და რატიფიცირების ვალდებულება აიღო. ქარტია, რომელიც ძალაში 1998 წლიდან შევიდა, ერთადერთი საერთაშორისო ნორმატიული აქტია, რომელიც ეროვნული უმცირესობების ენათა დაცვას ისახავს მიზნად.

აფხაზური იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, ოსური — ინდოევროპულ ენათა ოჯახის ჩრდილოირანულ ჯგუფს. ორივე მათგანი დამწერლობად კირილიცას იყენებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოსური 1918 წლიდან ისწავლება, აფხაზური ენის სწავლება კი 1924 წლიდან დაიწყო. აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ლექსიკონები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზეც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved