რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს YouTube არხი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, დაიბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დუმა Telegram-ზე ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს YouTube არხი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, დაიბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დუმა Telegram-ზე ავრცელებს.
„Google-მა დუმას ტელევიზიის YouTube არხი დაბლოკა. არხს 145 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ჩვენ ვიდეოებს 100 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. მასზე დეპუტატების ექსკლუზიურ კომენტარებს, პლენარული სხდომებისა და ჩვენ გადაცემებს გიზიარებდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავდროულად, სახელმწიფო სათათბირომ დასძინა, რომ კრემლს მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინი, უკვე ჰქონდა.
განცხადების ბოლოს, რუსულმა უწყებამ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სახელმწიფო სათათბიროს ვიდეოებს თავიანთ „იზოლირებულ“ ვებგვერდზე: RuTube-ზე, VKontakte-სა და Telegram-ზე უყურონ.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები