• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გომელაური შს მინისტრის პოსტს ტოვებს?! – „კაბინეტიდან პირადი ნივთები უკვე გაიტანაო“

ალია ავტორი - ალია
16:54 07-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,115

ანი დვალიშვილი

„ალიას“ ინფორმაციით, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დატოვებს. კი ამბობს ხოლმე ბატონი ვახო, უკვე მერამდენედ მომხსნეს ჟურნალისტებმაო, მაგრამ როგორც წყარო გვიყვება, ახლა საქმე ბევრად სერიოზულადაა და გომელაურმა კაბინეტიდან პირადი ნივთები უკვე გაიტანაო. არადა, ყველა ამბობდა, რომ გომელაურს წასასვლელად გამზადებული გრიგოლ ლილუაშვილის შემცვლელად ამზადებდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეები კარგად ვერ მიდის. გახშირებული წვრილმანი დანაშაულის (რომელიც მოსახლეობას ძალიან აზარალებს, საუბარია, ავტომობილების ნაწილების ქურდობაზე, უბნის მაღაზიების გატეხვა-გაქურდვაზე) პარალელურად, შიდა საქმეებიც ძალიან არეულია. არაერთმა თანამშრომელმა, თავს ბევრის უფლება მისცა და პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება იმას, რაც ნაციონალების დროს იყო. რაც მთავარია, ისინი არც ერთმანეთში თაკილობენ საქმეების გარჩევას და ამ ყველაფერს, მოსახლეობა ხედავსო.

რაც შეეხება გომელაურის შემცვლელს. თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ მისი ადგილი თეიმურაზ კუპატაძეს უნდა დაეკავებინა, მაგრამ ახლა, როგორც წყარო გვიყვება, მინისტრის პორტფელისთვის კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი (დამოუკიდებლად) და მამუკა მდინარაძე (ირაკლი კობახიძის მეშვეობით) იბრძვიან. როგორც გვეუბნებიან, ივანიშვილმა ღარიბაშვილის კანდიდატურა უკვე განიხილა და უარყო, კუპატაძის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მდინარაძეზეც ფიქრობს, რადგან… კობახიძემ, მდინარაძის კანდიდატურა, მთავარი პროკურორის პოსტზე ვერ გაიტანა და ახლა შს მინისტრად ითხოვს.

„ალიას“ წყარო იმასაც უყვება, რომ გომელაური არ იქნება ერთადერთი მინისტრი, რომელიც შესაძლოა, თვის ბოლომდე პორტფელს დაემშვიდობოს. საკმაოდ დაძაბულია ურთერთობა თეა წულუკიანსა და პრემერს შორის და თუ კობახიძე მოახერხებს და მარადმწვანე მინისტრსაც ჩახსნის, შეუძლია კაბინეტს უკვე თავისი დაარქვას.

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved