კვირას, 18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მივა. გომელაური დეპუტატების შეკითხვებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში უპასუხებს.
არსებული ინფორმაციით, შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, “პრაიდ კვირეულის” ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, პარლამენტში გომელაურის მისვლას რამდენიმე ოპოზიციური პარტია ითხოვდა. მათ კითხვები “ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით ჰქონდათ და აინტერესებდათ როგორ დაიცავდა მოქალაქეების უფლებას მინისრი 5 ივლისს. თუმცა, მაშინ გომელაური პარლამენტში არ მისულა.
კომენტარები