• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გოიმი ნოდარ მელაძის მეშვეობით სააკაშვილმა ბინძური შავი ყუთი გახსნა…” – გია აბაშიძე “ტვ პირველის” მიერ დაანონსებულ სიუჟეტზე

ალია ავტორი - ალია
13:58 03-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ძებნილი სააკაშვილი შავი არქივის გახსნა ემსახურება დასავლელი პარტნიორების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობის ჩაშლას,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონს, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.

ანალიტიკოსი “სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში დასძენს, რომ “ტვ პირველის” მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებით, სააკაშვილი ახსენებს და აშანტაჟებს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მას ბევრი ჩანაწერი აქვს და მათზეც მოიპოვება “მასალები”.

“ქუჩაში დესტრუქცია, დროებითი კონსტრუქციულობა [შარლ მიშელთან], კვლავ დესტრუქცია, ვითომ მცირედი პაუზა და ახლა სააკაშვილის ბინძური შავი ყუთის გახსნა “ტვ პირველზე” მავნებელი და გოიმი ნოდარ მელაძის მეშვეობით – ესაა ამ ბოლო პერიოდის ნაცსექტის მოქმედების თანმიმდევრობა.
ჩანაწერები, რომლებიც გამოაქვეყნა სააკაშვილის მარიონეტმა “ტვ პირველმა” შემაშფოთებელია რამდენიმე ასპექტით:

– ეს არის მონტაჟით და ფაბრიკაციებით გაკეთებული [დეეპფაკე-ის ეპოქაში არაფერია გასაკვირი];

– არის შანტაჟის და ბულინგის მორიგი გამოვლინება და აგრძელებს სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობების ხაზს, რასაც ბოლო ხანებში ეწევიან დესტრუქციული ძალები და ნაცტელევიზიები.

ძებნილი სააკაშვილი შავი არქივის გახსნა ემსახურება დასავლელი პარტნიორების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობის ჩაშლას. მიზანია ის, რომ როგორმე გაამწვავდეს ვითარება, გაღრმავდეს უნდობლობა და აღარ შედგეს მოლაპარაკება.

ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, სააკაშვილი ახსენებს და აშანტაჟებს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მას ბევრი ჩანაწერი აქვს და მათზეც მოიპოვება “მასალები”. კვლავ დასტურდება ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პარლამენტში არშესვლის მიზეზი სწორედ სააკაშვილის შავი არქივია.

ცხადია, ამ სიყალბეზე დადუმდებიან შერჩევითად სახალხო დამცველი ლომჯარია, კოლექტიური ბაბუცა გიგაურები და ნაცების სხვა მარიონეტები. საზოგადოებამ კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვითხოვოთ – აღიკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის მცდელობები და სახელმწიფომ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს ამის წინააღმდეგ!” – წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved