• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

ალია ავტორი - ალია
16:52 03-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
528
გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს:
„კულტურის სამინისტრო გოგი მარგველაშვილს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა.
გოგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა ქართულ თეატრსა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2009 წლიდან დღემდე ის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
გოგი მარგველაშვილი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1994 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (2001 წ.), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.
ინფორმაციისთვის: გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.“
თეგები: გოგი მარგველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved