• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გოგაშვილი ვერსიებში აირია, ირიბად ადასტურებს, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა” – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

ალია ავტორი - ალია
12:21 02-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

როგორც დეკანოზის ძმა აცხადებს, გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ირიბად ადასტურებს, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და ის ციხეში არ უნდა იჯდეს. ამასთან, მისივე განცხადებით, გოგაშვილი უბრალოდ თავის ვერსიებშია არეული, ის შეშინებულია და თავის გადარჩენას ცდილობს.

“ხან იძახდა რომ პროვოკაცია უნდა მოეწყო ჩემს ძმას და ციანიდი უნდა მოეყარა და შორენა თეთრუაშვილს უნდა შეეტანა საჭმელიო. ხან სხვა ვერსიებს ამბობდა, ხან პატრიარქზე მიანიშნებდა. აქედან გამომდინარე ეს ადამიანი არის არეული თავის ვერსიებში. ისიც დაადასტურა, რომ ციანიდის ამოღების კადრები და ვისგან შეისყიდა არ არსებობსო..”- ამბობს თორნიკე მამალაძე “ტვ პირველთან”.

შეგახსენბთ, რომ გუშინ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვოლმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრა. როგორც ის ინტერვიუში ჰყვება დეკანოზ, გიორგი მამალაძესა და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ილია მეორის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი “სამიზნედ ჰყავდათ”.

ამასთან, სოსო გოგაშვილის ვერსიით, მათ შორენა თეთრუაშვილის ციხეში გაშვება “პატრიარქის მკვლელის იარლიყით” სურდათ, ამისთვის კი, მისივე თქმით, პატრიარქისთვის განკუთვნილ საჭმელზე, რომელიც მისთვის თეთრუაშვილს უნდა შეეტანა, ციანიდის მოყრა გადაწყვიტეს.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved