• რეკლამა
  • კონტაქტი
04:07, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოდოლაძის თქმით, მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

ალია ავტორი - ალია
10:40 09-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ხვალ, 11 სექტემებერს პროკურატურას საჩივრით მიმართავს, რათა გამოიძიონ მის მიმართ 2021 წლის ივლისში მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა. გოდოლაძის თქმით, თეიმურაზ შერგელაშვილი მისი ყოფილი პარტნიორია.

გოდოლაძე წერს, რომ ძალადობის ფაქტზე მასალები პროკურატურას 4 სექტემბერს მიაწოდეს, თუმცა რეაგირება არ მოხდა.

“პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში.

ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე ხვალ, ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს დილის 11 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე.

საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია).

ამა წლის 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, რუსთავი2 -ის მეშვეობით, ამა წლის 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძის და ნინო ბარაჩაშვილის მიერ”, – წერს გოდოლაძე.

22 აგვისტოს რუსთავი 2-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული და 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გოდოლაძემ ამ ინფორმაციას “შეთითხნილი ბრალდება” უწოდა. გოდოლაძის თქმით, ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავად იყო. გოდოლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრით მის გაჩუმებას ცდილობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved