• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გმირებისთვის, რომლებიც მსოფლიომ აღიარა, ძმათა სასაფლაოზე ადგილი არ გამოინახა… – დავით რატიანის ნათესავი

ალია ავტორი - ალია
14:11 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

საქართველო უკრაინაში დაღუპულ გმირებს: გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს ემშვიდობება. მათ სამხედრო პატივით სამოქალაქო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.

ქაშვეთისა და თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძრებთან დაღუპული გმირების ხსოვნას მოქალაქეები პატივს მიაგებენ, მათგან განსხვავებით ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი სამოქალაქო პანაშვიდზე არ მისულა.

დავით რატიანის ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას თხოვნით, რომ ის ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ, მაგრამ მმართველ პარტიას წერილზე პასუხიც არ გაუცია.

“როდესაც დედა მას ეუბნებოდა 4 შვილია შენ უკან, რომლებიც არ არიან სრულწლოვანები,მამა სჭირდებათ, მაგრამ დათომ თქვა: “დედა ჩვენ რომ ყველა დავსხდეთ სახლში, სამშობლოს ვინ დაიცავს?” გმირები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აღიარა და მსოფლიომ შერაცხა, აი, ამ გმირებისთვის ძმათა სასაფლაოზე ადგილი არ გამოინახა. ეს არის ის დიდი ხინჯი, ის დიდი ტკივილი, რომელიც ჩვენ მის ნათესავებს, მეგობრებს გულში გვაქვს და ალბათ არასდროს ამ ხინჯის, ამ ბოღმის ჩაყლაპვას ვერ შევძლებთ”, – ამბობს დავით რატიანის ბიძაშვილი, მიხეილ რატიანი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის აგრესიას შეწირული დავით რატიანის ოჯახს სამძიმარი მეუფე შიომ გამოუცხადა და დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს პატრიარქის წერილი წაუკითხა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ქართველი გმირი, რომლიც პუტინის აგრესიას ემსხვერპლა და დამოუკიდებლებისთვის ბრძოლას უკრაინაში შეეწირა ბახვა ჩიქობავაა. მისი ცხედრის გადმოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბახვა ჩიქობავა 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. ქალაქში, რომელიც ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved