• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გლოვობს მთელი სოფელი… საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება…” – რას ჰყვებიან ქუთაისთან მომხდარ ტრაგედიაზე?

ალია ავტორი - ალია
11:57 07-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

ქუთაისის აეროპორტთან უმძიმესი ტრაგედია გუშინ დატრიალდა.

მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია-ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა.

“საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის, ღმერთო რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრი. იქ სადაც მე გავიზარდე გეგუთში იმ უბანში ცხოვრობდა. ძნელია ახლა წარსულში მასზე საუბარი. იცით როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა. ყველას გვერდში მდგომი იყო. დაუფიქრებლად დაგიდგებოდა გვერდში. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ის გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, დანარჩენები 21-23 წლის ბიჭები არიან, ლაშასაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მათზე წარსულში საუბარი.

არც ერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული, სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ, მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველანი ჩემი თანასოფლელები არიან, ამდენი ოჯახი გაუბედურდა ერთდროულად, მთელი სოფელი განადგურდა. ძალიან მიჭირს, მძიმეა საუბარი. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდათ ვარ, გამორჩეული ბიჭები შეეწირნენ. რა უნდა ვთქვა ამ დროს”, – აცხადებენ მეზობლები.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ მანქანა გიორგი მამისეიშვილს ეკუტვნოდა:

“მანქანა გიორგი მამისეიშვილის იყო. ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ისე ვარ ახლა, ლაპარაკი არ შემიძლია. მეგობრები იყვნენ ყველანი, მიზეზი რა იყო ამ უბედურების, არაფერი არ ვიცით, დილით სადღაც 8 საათისკენ არის მომხდარი. ქუთაისიდან მიდიოდნენ დასავლეთისკენ. ჯუბა კუხიანიძე და ლაშა წიქორაძე უკვე ჩამოსვენეს სოფელში, ახლა მოასვენებენ მამუკას და გიორგის. ორი ქვედა გეგუთში ცხოვრობდა, მეორე ორი ზედა გეგუთში, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები.

რა უნდა ვთქვა, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახის შვილები, კარგად აღზრდილები, კულტურული და პატიოსანი ხალხი დაიღუპა. არ ვიცი რა ვთქვა. გლოვობს მთელი სოფელი. საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი”, – თქვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

როგორც ცნობილია, ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved